Tuesday, October 11, 2011

არაშენდა


არბო, სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 920 მ, გორიდან 29 კმ.

სოფელში არის ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმი, და ორი წმ. გიორგის ეკლესია (X და XIX სს.).


დიცისოფელი გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარეპატარა ლიახვისმარჯვენა ნაპირას. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:არბო,ქორდი). ზღვის დონიდან 880 მეტრი,გორიდან 31 კილომეტრი.

პატარა მეჯვრისხევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მეჯუდის ნაპირას. ზღვის დონიდან 800მეტრი, გორიდან 20კილომეტრი.

ქვემო ბოშური - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე,მდინარე ტანის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ბოშურის საკრებულოს ცენტრი (სოფლები:ბიისი,ბობნევი, გაგლუაანთუბანი, გაიჩაანთუბანი, ზემო ბოშური, თხინალა, იფნარა, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრები,ფეტვისხევი, ყველაანთუბანი). ზღვის დონიდან 1250 მეტრი, გორიდან 28 კილომეტრი.


ზემო ხვითი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ნიქოზის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 835 მეტრი, გორიდან 31 კილომეტრი.

ქვემო ნიქოზისოფელი გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს. ნიქოზის საკრებულოს ცენტრი (სოფლები:ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი). ზღვის დონიდან 820 მეტრი, გორიდან 30 კილომეტრი.

არაშენდა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ვარიანის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს მდინარედიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 690 მეტრი, გორიდან 11კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 681 კაცი.

სოფელში დგას მთავარანგელოზისა და ფერისცვალების ეკლესიები.